მარჯორი უორდროპის გარდაცვალება

1909 წლის დეკემბერს გაზეთმა “დროებამ” მძიმე ამბავი ამცნო ქართველ ხალხს: “სამწუხარო ამბავი მოვიდა რუმინიის დედაქალაქ ბუხარისტიდან: ამ ქალაქში გარდაიცვალა ჩვენში კარგად ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალბატონი მარჯორი უორდროპი. განსხვავებული 14 წლის წინად ესტუმრა საქართველოს თავის ძმასთან ოლივერ უორდროპტთან ერთად და მას შემდეგ დიდი სიყვარულით სწავლობდა ქართველთა ცხოვრებას და ლიტერატურას და ამცნობდა ინგლისელებს… ინგლისელებმა თუ რამე იციან საქართველოზე და იცნობენ ქართველებს, მხოლოდ და მარტო განსვენებულის წყალობით”.

მარჯორი უორდროპი

“მარჯორი უორდროპის მშობლებმა და ძმამ ოლივერ უორდროპმა თავისი კეთილშობილის განსვენებულის სამარადისო სახსენებლათ და ქართველთა საბედნიეროთ შესწირეს დიდი თანხა ოქსფორდის უნივერსიტეტთან ქართული ენის კათედის და ქართული ბიბლიოთეკის დასაარსებლათ. ამ რიგად, ინგლისელმა ქალმა ქართველთა ბინაობის ფართო შესწავლას და მის დაახლოვებას ევროპის უნარჩინებულეს ერთან გზა გაუხსნა”.
ეკატერინე გაბაშვილი. 1919 წელი.

“ნუ გგონიათ, რომ საქართველოს შესწავლა მოისპო ინგლისში მარჟორი ყორგროპის გარდაცვალებით და მისი დაწყებული საქმე ჩაიშალა. არა, ეგ საქმე არათუ არ ჩაშლილა, არამედ უფრო მკვიდრ ნიადაგზე დამყარდა.. არანაკლებ შეუსწავლია ჩვენი ენა და ლიტერატურა თვით ბატონ ოლივერსაც. ის საკმაოდ კარგად ლაპარაკობს ქართულს ენაზე. ჩვენი ნალაპარაკევი ყველა ესმის. უფრო უკედ კითხულობს ქართულად არათუ ნაბეჭდ წიგნებს, არამედ ხელნაწერებსაც. ამ დღეებში მან შეიძინა ექვსიოდე ქართული ხელთნაწერი, შემოვიდა ჩემთან და მითხრა, ეს და ეს ხელთნაწერი შევიძინეო და ჩამოთვალა თითეულად და განმარტა მათი თარიღები. მე გულში ვიფიქრე,სცდებამეთქი, მაგრამ როდესაც გავსინჯე,დავრწმუნდი, რომ ყველა ხელთნაწერი სწორედ აღენუსცა და თარიღებიც მართლად განერჩია. ამ ხელთნაწერებში ერთი ისეთი აღმოჩნდა,რომელიც ჩვენ ტფილისში არ გვქონდა და არც ცნობილი იყო”.
ექვთიმე თაყაიშვილი.7 თებერვალი,1911 წელი.

Leave a comment

Design a site like this with WordPress.com
Get started