მარჯორი უორდროპის გარდაცვალება

1909 წლის დეკემბერს გაზეთმა “დროებამ” მძიმე ამბავი ამცნო ქართველ ხალხს: “სამწუხარო ამბავი მოვიდა რუმინიის დედაქალაქ ბუხარისტიდან: ამ ქალაქში გარდაიცვალა ჩვენში კარგად ცნობილი ინგლისელი მწერალი ქალბატონი მარჯორი უორდროპი. განსხვავებული 14 წლის წინად ესტუმრა საქართველოს თავის ძმასთან ოლივერ უორდროპტთან ერთად და მას შემდეგ დიდი სიყვარულით სწავლობდა ქართველთა ცხოვრებას და ლიტერატურას და ამცნობდა ინგლისელებს… ინგლისელებმა თუ რამე იციანContinue reading “მარჯორი უორდროპის გარდაცვალება”

ვახუშტი ბატონიშვილის რუკები

ეს ვახტანგ VI-ის ეპოქაა, როდესაც ქართული სახელმწიფოს მოდერნიზაციამიმდინარეობს. სულხან საბასთვის და ქართული სახელმწიფოს მესვეურთათვის ცხადი იყო, რომ შეუძლებელია ახალი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება გეოგრაფიისა დაკარტოგრაფიის თანამედროვე დონის შესაბამისი ცოდნის გარეშე, თანამედროვე ერის შექმნა ქვეყნის რუკის გარეშე. ის, რომ სულხან საბას მოწაფემ და ვახტანგ VI-ის შვილმა, ვახუშტი ბატონიშვილმაშექმნა პირველი, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი, ქართული რუკები და მონუმენტური გეოგრაფიულიContinue reading “ვახუშტი ბატონიშვილის რუკები”

ოლივერის გარდაცვალება

დიპლომატიური კარიერის ბოლო წლები სერ ოლივერმა სტრასბურგში გაატარა გენერალური კონსულის თანამდებობაზე. ამის შემდეგაც, ბრიტანეთში მოხვედრილი ნებისმიერი მისი ნაცნობი ქართველი მისივეხელშეწყობით საქმიანობდა. იგი, მის მიერვე დაფუძნებული მარჯორი უორდროპის ფონდის დახმარებით, აძლიერებდა ქართველოლოგიურ მეცნიერებებს ბრიტანეთში. გარდაიცვალა 1948 წელს 84 წლის ასაკში. დაკრძალულია ლონდონთან ახლოს, მის მშობლიურ სევენოუქსში მარჯორი უორდროპისა და მეუღლის გვერდით. ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული,Continue reading “ოლივერის გარდაცვალება”

ოლივერ უორდროპის წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში

საფრანგეთ-ბრიტანეთის 1917 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, 1918 წლის დეკემბრიდან, სამხრეთ კავკასია ბრიტანულმა ჯარებმა დაიკავეს. ანტანტის სამხედრო წარმომადგენლები ქართველებს ისე უყურებდნენ, როგორც მტრის მოკავშირეებს, ისინი ასევე ძნელად ასხვავებდნენ ერთმანეთისგან ბოლშევიკურ და მენშევიკურ სოციალიზმს… სერ ოლივერ უორდროპი, ბრიტანეთის შავი ზღვის ჯარების სარდალი და1926 წლიდან საიმპერიო ძალების გენერალური შტაბის უფროსი,გენერალი ჯორჯ მილნი, გენერალური შტაბის იმჟამინდელ უფროსს, სერჰენრიContinue reading “ოლივერ უორდროპის წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაში”

ვეფხისტყაოსანი და უორდროპები

რუსთაველის პოემის თარგმანზე მუშაობას მარჯორი უორდროპი 1891 წელს შეუდგა. 1894 წლის დასაწყისისათვის მას უკვე თარგმნილი ჰქონდა პოემის თითქმის ერთი მესამედი. 1895 წელს მარჯორი წერდა: „პოემა 6 000 სტრიქონზე მეტს შეიცავს. ესაა სიყვარულისა და თავგადასავლის დიდებული პოემა, სავსე აღმაფრთოვანებელი ადგილებით, და მით უფრო გასაოცარია, როცა ვიხსენებთ, თუ რა ადრეა ის დაწერილი დანტეს დაბადებამდე. თვით პოეტი ბევრContinue reading “ვეფხისტყაოსანი და უორდროპები”

ბრიტანელების წიგნები საქართველოზე და ილუსტრაციები

დაგლას უილიამ ფრეშფილდი იყო ბრიტანელი ადვოკატი, ალპინისტი, გეოგრაფი და მწერალი. იგი იყო მეტად ენერგიული მოგზაური. მან 1868 წელს ასვლა სცადა კავკასიონის და საერთოდ ევროპის უმაღლეს მწვერვალ იალბუზზე. იმავე წელსვე ფრეშფილდმა დალაშქრა აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი მყინვარწვერი. ასვლა განახორციელა ადგილ გერგეტიდან. კავკასიაში ყოფნის დროს ფრეშფილდმა აღწერა აფხაზეთის ტერიტორიაც. მან დაწერა წიგნი კავკასიაზე სახელად: “The Exploration ofContinue reading “ბრიტანელების წიგნები საქართველოზე და ილუსტრაციები”

ოლივერ უორდროპის წიგნები საქართველოზე

ოლივერ უორდროპის ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, 1887 წლის აპრილში, 22 წლის ოლივერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქვეყნის თითქმის ყველა კუთხე მოიარა. იგი ყოფილა ბათუმში, ქუთაისში, თბილისში, კახეთსა და ხევში. ახალგაზრდა ინგლისელ სტუმარს მასპინძლობას ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი უწევდნენ. წარუშლელი შთაბეჭდილებებით აღსავსე ოლივერ უორდროპს ინგლისში დაბრუნებისთანავე დაუწერია შესანიშნავი წიგნი „საქართველოს სამეფო“ ეგზოტიკური ქვესათაურით – „მოგზაურობის შთაბეჭდილებანიContinue reading “ოლივერ უორდროპის წიგნები საქართველოზე”

ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და უორდოპების ურთიერთობა

უორდროპებებსა და ქართველ საზოგადო მოღვაწეებს შორის ახლო კავშირი იყო. უორდროპები სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძის ოჯახს, ასევე ოლღა გურამიშვილსა და მარჯორი უორდროპს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ხშირი მიმოწერა. გარდა ამისა, ოლოვერ და მარჯორ უორდროპებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ: აკაკი წერეთელთან, ივანე მაჩაბელთან, გაბრიელ ქიქოძესთან და სხვა … საინტერესოა, რას ამბობს მარჯორი უორდროპი ქართველ საზოგადო მოღვაწეებზე: “უამრავ ქართველ მწერალთაContinue reading “ქართველი საზოგადო მოღვაწეებისა და უორდოპების ურთიერთობა”

მარჯორი და ოლივერ უორდროპები

1864 და 1869 წლებში დაბადებული ოლივერი და მარჯორი გაიზარდნენ ახალი გამოკვლების ჟინით შეპყრობილ ეპოქაში. ბავშვობაში რომელიც მათ შოტლანდიასა და სამხრეთ ინგლისში გაატარეს, ისინი სულმოუთქმელად კითხულობდნენ მოგზაურთა მოთხრობებს, განსაკუთრებით კავკასიისა და საქართველოს შესახებ. ოლივერ უორდროპი ჯონ ოლივერ უორდროპი იყო ბრიტანელი დიპლომატი, მოგზაური და მთარგმნელი, აგრეთვე გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში 1919–1921 წლებში. ოლივერContinue reading “მარჯორი და ოლივერ უორდროპები”

Design a site like this with WordPress.com
Get started